„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში ნეპოტიზის ფაქტებზე საუბრობს

19 მარტი 2017, 20:00 964 ნახვა

   „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  აჭარაში ნეპოტიზის ფაქტებზე საუბრობს. რევაზ ხარაზი ირწმუნება, რომ ე.წ-ლი ,,კლანური მმართველობა” ყველა უწყებაშია. 
   პარტიის წევრს კონკრეტული მაგალითები მოჰყავს. ის ამბობს, რომ უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრ დავით თედორაძის სიძე ირაკლი ერისთავი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აჭარის დეპარტამენტის ხელმძღვანელია, მეორე სიძე, გია გაბაიძე კი აჭარის მთავრობის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. დეპუტატის შვილი ირაკლი თედორაძე სანდასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს, თედორაძის კიდევ ერთი შვილი შორენა თედორაძე კი მერიის თანამშრომელია. 
   რევაზ ხარაზმა ვიცე-მერ ბაგრატ მანველიძეზეც ისაუბრა, რომლის შვილი, გიორგი მანველიძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატია. პარტიის წევრი უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატ ანზორ თხილაიშვილზეც აკეტებს განცხადებას. ის ამ დროისტვის აჭარის საარქივო სამმართველოს  დირექტორის მოადგილეა, მისი შვილი ზვიად თხილაიშვილი  აჭარის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის მოადგილე,  მეორე კი ქობულეთის საკრებულოს წევრი.
    ხარაზი ამბობს, რომ ყოველივე ამაზე პასუხისმგებლობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეს ეკისრება.

 
    „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დავით თედორაძე გამოეხმაურა. ის განმარტავს, რომ მისი ოჯახის წევრები ამ თანამდებობებზე წლებია მუშაობენ.
     აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რეზო ხარაზის განცხადებებზე კომენტარს არ გააკეთებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი