საგარეო საქმეთა სამინისტრო ყირიმის ანექსიას ეხმაურება

18 მარტი 2017, 20:00 1320 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყირიმის ანექსიის სამიწლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რუსეთის შეიარაღებული ძალების ზეწოლით ყირიმში ჩატარდა ე.წ. რეფერენდუმი, რასაც მოჰყვა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქი სევასტოპოლის უკანონო ოკუპაცია რუსეთის ფედერაციის მიერ. ამით სრულად იქნა უგულვებელყოფილი უკრაინის კანონმდებლობა და კონსტიტუცია ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები. - ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასა და საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობას გმობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი