კვირიკეს სკოლა ექსპლოატაციაში არ შესულა

26 თებერვალი 2017, 20:00 956 ნახვა

აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კვირიკეს პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კომპანიას შორის კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში”. პარტიის წევრ ლელა ვერულიძის განცხადებით, სკოლის შენობის რეაბილიტაცია 2016 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო,  თუმცა, ის ექსპლოატაციაში დღემდე არ შესულა. კომპანიას სამუშაოებისთვის  გათვალისწინებული 590 ათას 817 ლარიდან  420 ათას 400 ლარი უკვე მიღებული აქვს.  სამინისტროში  ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ  კომპანია, ვადაგადაცილებისა და პირობების შეუსრულებლობის გამო, შავ სიაშია შეყვანილი. ამის გამო მას  ჯარიმა დაეკისრა და გაცემული თანხა  სამინისტრომ უკან დაიბრუნა. სამინისტროში განმარტავენ, რომ სკოლის რეაბილიტაციისთვის უახლოეს პერიოდში  ახალი ტენდერი გამოცხადდება.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი