"Black Sea Arena" ამერიკელი ვარსკვლავის შოუ - კონცერტით გაიხსნა

02 აგვისტო 2016, 20:00 989 ნახვა

აღფრთოვანებული პუბლიკა და ზღვა ემოციები, სცენაზე მსოფლიოს ერთერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მომღერალმა ნამდვილი ცეცხლი დაანთო. 
ვარსკვლავი ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე ძველი და ახალი რეპერტუარით წარდგა. გრანდიოზულ შოუს არც სიურპრიზის გარეშე ჩაუვლია, მომღერალმა სცენაზე ანსამბლი „ბათუმი“ იხმო, რომლის ჯგუფის წევრებიც აჭარაში ერთერთ რესტორანში სადილობისას გაიცნო. როგორც აგილერამ განაცხადა, ანსამბლის შესანიშნავმა ნამღერმა მომღერალს მათი კონცერტზე მიწვევის გადაწყვეტილება მიაღებინა. საღამო, რომ გრანდიოზულად და მასშტაბურად ჩაივლიდა, ამის გარანტიას ერთის მხრივ, თავად ვარსკვალვის სახელი და გვარი იძლეოდა, მეორე მხრივ კი ის უმაღლესი დონის აპარატურა, რომლითაც ბლექ სი არენას სცენაა აღჭურვილი. 
ამერიკელი პოპ დივა ქრისტინა აგილერა გრემის 6-გზის ლაურეატია.

ავტორები: თიკო სუსარეიშვილი, ანა თალაკვაძე.

ვრცელი რეპორტაჟი იხილეთ ჩვენ Facebook გვედზე: https://www.facebook.com/RadioAjara/photos/?tab=album&album_id=1150178748354361

 

ამავე კატეგორიაში