კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართლის საზაფხულო სკოლა გაიხსნა

25 ივლისი 2016, 20:00 923 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართლის საზაფხულო სკოლა უწყების ხელმძღვანელმა გიორგი პაპუაშვილმა გახსნა. ათი დღის განმავლობაში სტუდენტებს ლექციებს, ქართველებთან ერთად, უცხოეთიდან მოწვეული პროფესორებიც წაუკითხავენ. საზაფხულო სკოლა მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლებას ემსახურება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ილიაუნის სამართლის სკოლის ერთობლივი საზაფხულო სკოლა უკვე მეცხრედ ტარდება.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი