ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარედ სამი მამაკაცი დაჭრეს

19 ივლისი 2016, 20:00 882 ნახვა

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, სავარაუდოდ, ღამის კლუბში, სამი მამაკაცი დაჭრეს. პირველადი ინფორმაციით, მამაკაცები გადატეხილი ბოთლით არიან დაჭრილები. 
ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ 04:30 საათზე მენჯ-ბარძაყის არეში დაჭრილი ერთი მამაკაცი მათ ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. უცნობია ორი დაჭრილი მამაკაცის ადგილმდებარეობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში სამი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მძიმე დაზიანებებს გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში