საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დირექტორმა საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრის შექმნის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივითა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, დაიწყება საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრის სისტემის შექმნის პროექტი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში გემების სახელმწიფო რეგისტრაციის პირობების გაუმჯობესებას.