არმაზ ახვლედიანი ბათუმის მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრას სლოგანით ''გავარღვიოთ ჩაკეტილი წრე!'' აპირებს

10 ივლისი 2016, 20:00 1082 ნახვა

„გავარღვიოთ ჩაკეტილი წრე!“ - ამ სლოგანით აპირებს „ქართული ოცნების“ ყოფილი პოლიტიკური მდივანი არმაზ ახვლედიანი ბათუმის მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრას. 
„ჩაკეტილი წრის გარღვევა - ეს არის არჩევნებში მონაწილეობის ძირითადი იდეა და მთავარი ამოცანაც. პოლიტიკასა და საზოგადოებაში დამკვიდრებული მოჯადოებული, ჩაკეტილი წრის გარღვევა ბათუმსა და მთელს ქვეყანაში დიდი და სასიკეთო შემობრუნების დასაწყისი იქნება. სწორედ ეს ხედვა გამოხატავს ყველაზე ზუსტად საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობასა და მტკიცე სურვილს,“ - აცხადებს არმაზ ახვლედიანი.

ამავე კატეგორიაში