ბათუმის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი USS Ross შემოვიდა

21 აპრილი 2019, 20:30 958 ნახვა

ბათუმის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი USS Ross შემოვიდა. ნავსადგურში გემის ეკიპაჟის წევრებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ხომალდის მეთაურს აჭარის მთავრობის წევრები და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დახვდნენ. ეს გემის პირველი ვიზიტია საქართველოში, რომლის მიზანიც ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაა. USS Ross არის arleigh burkle-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი.

ხომალდ ს აქვს ტექნიკური მონაცემები მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები. ბათუმში მყოფი ამერიკელი მეზღვაურები ქალაქის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ, გაიმართება შეხვედრა ქართველ ახალგაზრდებთან ამერიკულ კუთხეებში. იგეგმება ოფიციალური მიღება გემზე. ჩატარდება ამხანაგური მატჩები ფეხბურთსა და კალათბურთში. ამერიკული ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 25 აპრილს დატოვებს.      

ამავე კატეგორიაში