ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს. უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამოდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. უწყების ცნობით განსაკუთრებით მკაცრდება კონტროლი ბზის მოჭრაზე და სამართალდარღვევაზე კანონით დადგენილი სანქციები გავრცელდება.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ბიოლოგიური საშუალებით წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ მუშავდება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის ქვემო სვანეთისა და სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონებში არსებული ბუნებრივი ბზის კორომები 550 ჰა ფართობზე. გასულ წელს კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებში განთავსებული იყო 1500 ფერომონიანი მწერსაჭერი. ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.