მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას, მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს

21 აპრილი 2019, 12:00 1421 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას, მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. დღესასწაულს ბაიაობასაც უწოდებენ. საღმრთო ლიტურგია ღამისთევით ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა აღავლინა.

ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და ყოველთვის აღდგომამდე ერთი კვირით ადრე აღინიშნება. ბზას ყველა მოქმედ ტაძარში აკურთხებენ, რის შემდეგაც მორწმუნეებს სახლში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

მორწმუნეებისთვის, რომლებიც მარხვას იცავენ, ეს დღე თევზით ხსნილია. სახარების მიხედვით, ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ, ქრისტე პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად იერუსალიმში ჩავიდა. ის ქალაქში ვირზე ამხედრებული შევიდა, მოსახლეობა კი, ზეიმით შეეგება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი