მაუწყებლის დირექტორის გადაყენებას ნეგატიურად ვაფასებთ - ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება

19 აპრილი 2019, 00:00 1247 ნახვა

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს. ისინი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გადაყენების საკითხს ნეგატიურად აფასებს. განცხადებაში წერია, რომ აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესი წარმოადგენს ნეგატიური ტენდენციის გაგრძელებას, რომელიც მედია გარემოს გაუარესებისკენ არის მიმართული. ასევე, აძლიერებს ეჭვებს, შესაძლო, პოლიტიკურ ჩარევასთან დაკავშირებით.

''ნეგატიურად ვაფასებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის თანამდებობიდან ვადამდე ადრე გადაყენების შესახებ. სამწუხაროა, რომ მრჩეველთა საბჭომ გაიზიარა იმპიჩმენტის ინიციატორთა სადაო არგუმენტები და არ გაითვალისწინა ის პროგრესი, რომელიც ტელევიზიამ ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში მიაღწია, რაც დასტურდება, როგორც  ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში მათ შორის, ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიისა და “Human Rights Watch”-ის ანგარიშებში'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, ნათია კაპანაძემ თანამდებობა დღეს დატოვა. უნდობლობის გამოცხადების საკითხს მხარი ოთხმა მრჩეველმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი