ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

19 აპრილი 2019, 00:00 2543 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ნათია კაპანაძე, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ,  მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა გამოუცხადა, გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.  ნათია კაპანაძემ ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა. იგი ამბობს, რომ ყველა სამართლებლივ ბერკეტს გამოიყენებს და კანონის შესაბამისად იმოქმედებს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას  ნათია ზოიძე,  მაუწყებლის დირექტორის პირველი მოადგილე შეასრულებს.  

ნათია კაპანაძის  უნდობლობის გამოცხადების საკითხს მხარი ოთხმა მრჩეველმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა.  ნათია კაპანაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად, 2016 წელს დაინიშნა. უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მას 8 თვე ჰქონდა დარჩენილი.

 

 
ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში