ინეგოლიდან მაჭახლის ხეობაში

18 აპრილი 2019, 00:00 1709 ნახვა

თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ინეგოლში მცხოვრები ქართველები იმყოფებოდნენ დღეს მაჭახლის ხეობაში. ისინი მაჭახლიდან გადასახლებული ქართველების შთამომავლები არიან. მათ შორისაა ახმედ მელაშვილის შვილი, იბერია მელაშვილი.

ინეგოლელი ქართველები დღეს ნათესავებს შეხვდნენ, დაათვალიერეს ხეობა და მუზეუმი. სტუმრებს ადგილობრივები კონცერტით დახვდნენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი