ავიაკომპანიებმა, შესაძლოა, ჩასხდომამდე მგზავრები აწონონ. ინიციატივა სტარტაპ კომპანიას Fuel Matrix-ს ეკუთვნის, რომელსაც დიდი ბრიტანეთის აეროპორტებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს.
როგორც გამოცემა Lonely Planet-ი წერს, ინიციატივის მიზანი ავიაგადაზიდვის დროს ხარჯების შემცირებაა.
''რაც უფრო მძიმეა საჰაერო ხომალდი, უფრო მეტი საწვავია საჭირო. ამიტომ, ავიაკომპანიებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, რა მოცულობით ტვირთს გადაზიდავენ, რათა საავიაციო ნავთის ხარჯი გათვალონ'' - წერია სტატიაში.
მსგავსი პრაქტიკა უკვე მიღებულია. 2015 წლიდან უზბეკეთის ავიახაზები ამ სისტემით მუშაობს.
Fuel Matrix-ის დირექტორის როი ფუსკონეს თქმით, ეს მგზავრების "უსაფრთხო ფრენის" პოლიტიკის ნაწილია.