მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხზე განცხადებას აქვეყნებს

18 აპრილი 2019, 00:00 1369 ნახვა

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი ტვიტერზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხზე განცხადებას აქვეყნებს.

“ვაკვირდები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის წინააღმდეგ ბრალდებებთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას. ვიმედოვნებ, რომ მაუწყებელი გააგრძლებს შეასრულოს თავისი მნიშვნელოვანი მანდატი, ემსახუროს საზოგადოებას და მისი დამოუკიდებლობა იქნება შენარჩუნებული”, – წერს ჰარლემ დიზირი.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხზე მრჩეველთა საბჭო ხვალ, 19 აპრილს, 13 საათზე იმსჯელებს. ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენებისთვის, 5 წევრიანი მრჩეველთა სანჭოს  სამი წევრის მხარდაჭერაა საჭირო. 

დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადებას ორი მრჩეველი, გიგა ჩხარტიშვილი [ქართული ოცნების კვოტა] და ირაკლი დარმცელიძე [ნაციონალური მოძრაობის კვოტა]  ითხოვენ. იმპიჩმენტის შესახებ  განაცხადი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში 11 აპრილს დარეგისტრირდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი