2018 წელს, ტრეფიკინგის 21 სავარაუდო ფაქტზე დაიწყო გამოძიება - სახალხო დამცველის ანგარიში

17 აპრილი 2019, 00:00 2766 ნახვა

ადამიანით ვაჭრობა, მოქალაქეების უფლებათა დარღვევის სერიოზული ფორმაა, რომლის მსხვერპლიც ხშირად ქალები და ბავშვები ხდებიან. სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, რომ 2018 წელს საქართველოში ტრეფიკინგის 21 სავარაუდო, ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

გასულ წელს დაზარალებულის სტატუსი 6 ქალს მიენიჭა, ხოლო მსხვერპლის სტატუსი ორს. 

ომბუდსმენის ანგარიშში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში შედიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები და ტრანსგენდერი ადამიანები. ტრეფიკინგის და სექსუალური ექსპლოატაციის ყველაზე მეტი შემთხვევა, სწორედ ამ ჯგუფებში ფიქსირდება. 

სახალხო დამცველის აპარატმა მონიტორინგი, თბილისის და ბათუმის ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში ჩაატარა. ნინო ლომჯარია ანგარიშში წერს, რომ აუცილებელია მომსახურების დახვეწა და ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზება.

''მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ თავშესაფრები, ძირითადად ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებებზე არიან მორგებულნი, თარჯიმნით უზრუნველყოფისა და ფსიქოსოციალურ სარეაბილიტაციო პროგრამებთან დაკავშირებული სერვისების გაცემა კი, ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის, კვლავ გამოწვევად რჩება'' - აღნიშნულია დოკუმენტში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ რამდენიმე მიმართულებით უნდა იმუშაოს, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა რეგიონებში. 

''მნიშვნელოვანია სახელმწიფომ იზრუნოს სამართალდამცავ უწყებათა წარმომადგენლების და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე და გაააქტიუროს მუშაობა შესაძლო დანაშაულის გამოვლენისა და შემდგომში ეფექტიანი რეაგირების მიმართულებით. ამასთან, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ტურისტულ და საზღვრისპირა რეგიონებზე, სადაც ტრეფიკინგის დანაშაულის რისკი განსაკუთრებით მაღალი'' - წერია ანგარიშში. 

ტრეფიკინგის შემთხვევები აჭარაში 2017 წელსაც დაფიქსირდა. სექსუალური ხასიათის ტრეფიკინგიის ყველაზე მეტი შემთხვევა, ზღვისპირა რეგიონზე მოდიოდა. 

სახალხო დამცველი ანგარიშის მიხედვით, ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა მომსახურების სერვისებში ჩართულ პირთა მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

ცხელი ხაზის კონსულტაციით მოსარგებლე პირთა რაოდენობა 34,  2017 კი 70 იყო.

დაზარალებულად ცნობის საფუძველზე თავშესაფრით სარგებლობა 3 მოქალაქემ მოითხოვა, 2017 წელს კი 2-ით მეტი იყო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი