ჩაქვში ავტომობილი ხეს შეეჯახა

17 აპრილი 2019, 00:00 5109 ნახვა

ჩაქვში მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ავტორი: ლევან ურიდია

ამავე კატეგორიაში