ე.წ. მოსმენების კანონი - სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს

16 აპრილი 2019, 00:00 1299 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ე.წ. "მოსმენების" შესახებ სახალხო დამცველისა და ​326 მოქალაქის სარჩელს განიხილავს. მოპასუხე მხარის მტკიცებით, მოსმენების ტექნიკური ნაწილი არის სახიფათო, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის დაქვემდებარებული ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო  და  არის საფრთხე, რომ მოსამართლის გვერდის ავლით ფარული მოსმენები განხორციელდეს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ახალი კანონით არაფერი შეცვლილა, რადგან მაშინ მოქმედი დეპარტამენტის ნაცვლად კანონის თანახმად შეიქმნა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელსაც დღესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებს.  ამ ეტაპზე გამოკითხულია ყველა მოწმე და ექსპერტი, მათ შორის  ერთ-ერთი  ირლანდიელი ექსპერტი. მოსარჩელე მხარის არგუმენტებს არ იზიარებს პარლამენტის წევრი.

მოწვეულ ექსპერტთან დაკავშირებით, კი საპირისპიროს ამბობს და ამტკიცებს, რომ ექსპერტმა სწორედ ევროპული ქვეყნების გამოცდილებით თქვა, რომ მოსმენებს ახორციელებს ხშირად სწორედ პოლიცია და ის ორგანო, რომელიც უფლებამოსილია და არა დამოუკიდებელმა ორგანომ.  საქმეზე განხილვა მესამე წელია მიმდინარეობს. მოსამართლეებმა უკვე მოუსმინეს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისა და მოწმის სტატუსით უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებს. კანონი,  პარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წელს არაკონსტიტუციურად ცნო მანამდე მოქმედი ნორმები.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი