ქართული ენა გამოწვევების წინაშე

14 აპრილი 2019, 00:00 1075 ნახვა

41 წლის წინ თბილისში და საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმში გამართულმა საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 ათასამდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. პროტესტმა შედეგი გამოიღო და კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად,  სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა.

თარიღი საქართველოში ოფიციალურად 1990 წლიდან აღინიშნება. 41 წლის შემდეგ, სპეციალისტების მოსაზრებით, ქართული ენის გამოწვევა, სხვა არაერთ პრობლემასთან ერთად, მისი სიწმინდის დაცვაა. სახელმწიფომ, სირთულეების გადალახვის მიზნით, 4 წლის წინ სახელმწიფო ენის შესახებ კანონი მიიღო, ამჟამად კი, სასწავლო პროგრამაში „დედა ენის“ სახელმძღვანელოს დაბრუნებას აპირებს. ინიციატივა, საქართველოს პარლამენტში, უკვე განიხილება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი