სოფელ ცეცხლაურში მოქალაქე ხის ფიცრული ნაგებობის დემონტაჟს აპროტესტებს. ლია მახარაძის თქმით ნაგებობა სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ ჰქონდა აშენებული , თუმცა ის პრეტენზიას გაუფრთხილებლობის გამო გამოთქვამს. ხის ფიცრული ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის მიმდებარედ დგას სადაც სანიტარული ზონაა.
ლია მახარაძე ნაგავსაყრელის მშენებლობის გამო საცხოვრებლიდან განსახლებისთვის კომპენსაცია უკვე მიღებული აქვს და ბათუმში ცხოვრობს , ფიცრული კი მისივე თქმით არა დროებით შენობად სჭირდებოდა. ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ , რომ დემონტაჟი კანონიერია და ფიცრულის მფლობელიც გააფრთხილეს.