244 ათასი ლარით გაიზარდა „ბათუმობის“ ბიუჯეტი. ცვლილება მერიის საფინანსო დოკუმენტში საკრებულოს სხდომაზე განხორციელდა. ბათუმის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, ჯონი საბაშვილის განმარტებით, აღნიშნული თანხა გასართობ ღონისძიებებზე დაიხარჯება.
კონკრეტულად კი გაიცემა ჰონორარი იმ ჯგუფებსა და მომღერლებზე, რომლებიც ქალაქის დღესასწაულზე გალა-კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას. სახალხო ზეიმი მერიას 500 ათას ლარამდე უჯდება, საიდანაც 190 ათასი მხოლოდ ტექნიკურ მხარეს მოხმარდება. „ბათუმობა 2019“ 28 აპრილს გაიმართება.