''ადგილობრივი ხელისუფლება ნაკლებად წყვეტს ასეთ საკითხებს'' - მერაბ ბლადაძე აჭარის მაუწყებელზე

13 აპრილი 2019, 00:00 2535 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მერაბ ბლადაძე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში ერთ-ერთი მრჩეველის არჩევის საქმეს იხსენებს. კონკრეტულად კი გიგა ჩხარტიშვილის, რომელიც მაუწყებლის ბორდში,  "ქართული ოცნების" კვოტით,   5 თვის წინ, 1 ნოემბერს შევიდა.  გიგა ჩხარტიშვილი ერთ-ერთია იმ ორ წევრს შორის, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის ითხოვს. 

"ბათუმური პლატფორმა" ასეთი ორგანიზაცია გვქონდა, მაშინ თავისუფალი იყო "ქართული ოცნების" კვოტა და ჩვენ ვიყავით ინიციატორები უმაღლეს საბჭოში იმისა, რომ დროზე მომხდარიყო მისი დანიშვნა. რამდენიმე თვე გვქონდა ამ საკითხზე ცხარე საუბარი. როგორც იქნა, თბილისში გაახსენდათ, რომ ეს აუცილებელი იყო, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა, ადგილობრივი ხელისუფლება ნაკლებად წყვეტს ასეთ საკითხებს. როგორც კი კანდიდატების შერჩევა დაიწყო, მაშინვე კულუარული ინფორმაციით გავიგეთ, რომ გიგა ჩხარტიშვილი გაიმარჯვებდა" - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში დეპუტატმა მერაბ ბლადაძემ. 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ასევე შეაფასა დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი. ამბობს, რომ ნათია კაპანაძის უფლებამოსილების ამოწურვამდე 6 თვით ადრე, ეს ყველაფერი არ არის გულწრფელი. 

"6 თვის შემდეგ, ისედაც ხომ უნდა აირჩიონ ტელევიზიის დირექტორი. ერთმა ქალბატონმა თქვა ეს და მართალი თქვა, ეტყობა თავის დროზე გაეპარათ ნათია კაპანაძე არჩევნებში, შეცდომა მოუვიდათ და ახლა ცდილობენ რაღაცის გამოსწორებას. ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და ჩემი მხარდაჭერა აჭარის ტელევიზიას. არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში იმპიჩმენტი მოხდეს. ეს არის საზოგადოებრივი არხი და ჩვენ არ ვიცით რა ხდება. წერილი არ გამოქვეყნებულა" - განაცხადა მერაბ ბლადაძე.

ამავე კატეგორიაში