აჭარის კაპელა 40 წლისაა

13 აპრილი 2019, 00:00 1462 ნახვა

აჭარის კაპელა იუბილარია. გუნდი, რომელიც წლიდან წლამდე არაერთ პროფესიულ წარმატებას აღწევს, უკვე ოთხი ათეული წლისაა. 40 წლიანი არსებობის პერიოდში, გუნდმა, არაერთხელ შეიცვალა სტატუსი, თუმცა ყველაზე მთავარი, რაც კაპელას გამარჩევს არის, ის რომ მუდმივად წევრებისა და რეპერტუარის განახლების რეჟიმშია.

მიუხედავად იმისა, რომ  გუნდი სამოცდაათ მსახიობ/მომღერალს ითვლის, ერთიანობის განცდა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ წლების განმავლობაში, მიღწეული წარმატებების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა არ შიძლება არ აღინიშნოს, რომ მსოფლიო დონის ხელოვანებთან ერთად  სცენაზე დგომა, კაპელასთვის დიდი ხანია, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

ამავე კატეგორიაში