რა  საფრთხეებს  ხედავენ   იმპიჩმენტის   მოთხოვნაში?

13 აპრილი 2019, 00:00 1209 ნახვა

არჩევნების წინ დირექტორის გადაყენების მოთხოვნა ეჭვს უჩენს მწერალ ნენე კვინიკაძეს. მისი აზრით, თუ სიტყვის თავისუფლებას ექმნება საფრთხე, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებაც ეჭვქვეშ დგება. აჭარის ტელევიზია ერთგვარი კუნძული გახდა თავისუფლებისა, - ასე აფასებს მწერალი ლაშა ბუღაძე მაუწყებლის საქმიანობას. ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე ლაშა ბუღაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უნდა დაიცვას აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვან ნინო ზაუტაშვილის განცხადებით დღეს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მაგალითი იმისა თუ როგორი უნდა იყოს ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არხი კი ყველაზე მეტად პასუხობს, იმ აუცილებელ პროგრამას, პრიორიტეტების მიხედვით, რაც სავალდებულოა შესასრულებლად საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. იმპიჩმენტის მოთხოვნა კი დიდ კითხვებს ბადებს,  რომ ეს კონკრეტულ მიზანს ემსახურება. საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელებს მიაჩნიათ,რომ ნებისმიერი ტიპის აზრთა სხვადასხვაობა ჯანსაღია.

ამავე კატეგორიაში