''ქართველ მუსლიმთა კავშირი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორს ნათია კაპანაძეს მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.“ მიგვაჩნია, რომ იმპიჩმენტის საკითხი შესაძლებელია გახდეს დიდი ზიანის მომტანი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისა და მედიის თავისუფლებისათვის. აღსანიშნავი და თვალსაჩინოა რომ, მისი ამ თანამდებობაზე მოღვაწეობის პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეფასებული იქნა დადებითად და წარმატებულად. ამავე დროს აჭარის ტელევიზია გახდა რეგიონის მოსახლეობის ერთ-ერთ სასურველ და ყურებად ტელევიზიად.
ხელმისაწვდომი გახდა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის, მრავალფეროვნების კულტურის უკეთ წარმოჩენისათვის. სწორედ ამიტომაც სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ სრულიად დამსახურებულად ქალბატონი ნათია კაპანაძე დაასახელა ტოლერანტობის ქომაგად, იმედს ვიტოვებთ, რომ მრჩეველთა საბჭოს ყველა წევრი რაციონალურად შეაფასებს მის მოღვაწეობის პერიოდს, გამოიჩენენ კეთილგონიერებას, დაიცავენ და შეინარჩუნებენ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას.“ - ნათქვამია განცხადებაში.