აჭარის ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას და ბოლო დროს მაუწყებლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აფასებენ რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები. მედიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ პროცესები პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებოდეს, რაც მიაჩნიათ , რომ მთლიანობაში საფრთხეს უქმნის მაუწყებლის დამოუკიდებლობას.
ჟურნალისტებს კითხვები აქვთ იმპიჩმენტის ავტორებთან დაკავშირებით, ნაწილი კი ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილის მხრიდან დირექტორის მიმართ მხარდაჭერას ვერ ხედავს.