ნეშტების დაკრძალვის თარიღი და ტერიტორია ჯერჯერობით უცნობია - მუფთი ბეგლარ ქამაშიძე ​

11 აპრილი 2019, 00:00 1504 ნახვა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე აღმოჩენილი ნეშტები დაკრძალვის თარიღი, შესაძლოა შეიცვალოს. საკითხზე დღეს, აჭარის მთავრობაში გამართულ დახურულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

მოქალაქეები, რომლებიც თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრაზე იყვნენ, ირწმუნებიან, რომ ამის შესახებ დაპირება მთავრობის თავმჯდომარისგან მიიღეს. 

რეპრესირებულ პირთა შთამომავლების გარდა, მთავრობაში  სრულიად საქართველოს მუფთი, ბეგლარ ქამაშიძეც იმყოფებოდა. მუფთი ამბობს, რომ ნეშტების დაკრძალვის თარიღი და ადგილი, ამ ეტაპზე უცნობია, საკითხზე სპეციალური კომისია იმუშავებს. 

''შექმნილია სამთავრობო კომისია, სადაც ყველა მოქალაქის ინტერესი გათვალისწინებული იქნება. კომისიაში არიან  რეპრესირებულთა შთამომავლები, მათი ახლობლები და ჩვენ მუსლიმთა სამმართველოც. უნდა ჩატარდეს დნმ-ის ანალიზი,  სინჯების აღების შემდეგ ისინი ნეიტრალურ ადგილზე დაიკრძალებიან. ტერიტორია არ უნდა ეკუთვნოდეს არცერთ რელიგიას. აღნიშნულ ადგილზე არ იქნება რელიგიური ატრიბუტი.  ჯერჯერობით თარიღი არ არის დადგენილი და იმედი გვაქვს, რომ მოკლე დროში  გავავრცელებთ ინფორმაციას. სად დაიკრძალებიან? ეს ტერიტორიაც ჯერ ცნობილი არ არის'' - უთხრა მაუწყებელს ბეგლარ ქამაშიძემ.

​მუფთი ამბობს, რომ შეხვედრა მუსლიმი თემის ინიციატივით შედგა. 

აჭარაში აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღის შესახებ გადაწყვეტილებას, სამთავრობო კომისია მიიღებს, აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესამსახურში. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი