Facebook-ზე ახალი სიახლე ემატება. კომპანიის გადაწყვეტილებით, ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ Facebook-ის გარდაცვლილი მომხმარებლების ხსოვნის პატივსაცემად, მათ Facebook პროფილებს დაემატებათ ფუნქცია „Tributes”, რის მეშვეობითაც ხალხი სამძიმრის დაწერას და მოგონებების გაზიარებას შეძლებს.
მომხმარებლებს აღარ ექნებათ უფლება, რომ გარდაცვლილი ადამიანის „კედელზე“ დაწერონ პოსტები, ან გამოაქვეყნონ ფოტოები, როგორც ეს ახლა ხდება. ამისთვის იქნება ცალკე პროფილი და მათი Timeline ხელშეუხებელი დარჩება. “იმედი გვაქვს, Facebook იქნება ადგილი, სადაც ჩვენი საყვარელი ადამიანების ხსოვნასა და სულს პატივს მივაგებთ,“- განაცხადა შერილ სენდბერგმა, Facebook-ის წარმომადგენელმა.
როგორ ამოიცნობს ფბ ადმინისტრაცია გარდაცვლილი მოქალაქეების პროფილებს, როგორ იმუშავებს სისტემა? უფრო მეტი დეტალი, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა ახალი ფუნქცია ჩაეშვება.