ბულვარის კონსერვაციის მოთხოვნით დღეს ევროპის მოედანზე აქცია გაიმართა. საინიციატივო ჯგუფის "დაიცავი ძველი ბულვარი" წევრებმა ბულვარის კონცეფციაზე მუშაობის შეწყვეტაც მოითხოვეს. ისინი ამბობენ, რომ ბათუმის ბულვარს არ სჭირდება სავაჭრო ობიექტებითა და კაფე-ბარებით გადატვირთული სასეირნო ბილიკები. აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.