მაჭახლის ხეობაში მიკროავტობუსი გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი მსუბუქად დაშავდა.
მოქალაქეებს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.