''ჰესებზე არ ვიყიდებით'' - 8205 ხელმოწერას პრემიერ მინისტრს ბათუმიდან დღეს გაუგზავნიან ​

08 აპრილი 2019, 00:00 1681 ნახვა

მაჭახლის ხეობაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე ათასობით მოქალაქის ხელმოწერას, საქართველოს პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძეს, ბათუმიდან ფოსტით დღეს გაუგზავნიან.

ისინი მთავრობის მეთაურს სთხოვენ, ეკონომიკის სამინისტროსა და ჰესის მშენებელ კომპანიებთან გაფორმებული ყველა მემორანდუმი გაუქმდეს.

ჰესებზე უარი 8205-მა ადამიანმა თქვა. კვირეულის ფარგლებში ხელმოწერების შეგროვება, მაჭახლის ხეობის სოფლების გარდა, კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა.

5 მარტს, ბათუმის ცენტრალურ პარკთან საპროტესტო აქციაც გაიმართა, სადაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, ჰესების მშენებლობაზე უარი ხელმოწერით დაეფიქსირებინათ. 

მაჭახელაში მცხოვრებლებს სურთ ხეობაში ტურიზმის სფერო განვითარდეს. ამბობენ,რომ ამ კუთხით დიდი პერსპექტივა არსებობს და ხელისუფლებას ურჩევენ სწორედ ამ სფეროს განვითარებაზე იზრუნონ.  

ხელმოწერების შეგროვებას კი წინ უძღოდა საპროტესტო აქციები და პოლიციაში გამოკითხვები.  სოფელ ქედქედში “ბიჯი თრეიდი” მცირე ჰიდროელექტროსადგურის აშენებას გეგმავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ კვლევით სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროსგან ნებართვა აქვთ, თუმცა ადგილობრივების წიინააღმდეგობის გამო, სამუშაოები ვერ იწყებენ.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი