ბულვარის ადმინისტრაციის განმარტება

11 აგვისტო 2016, 00:00 3043 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ბრალდებებს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ უპასუხა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ თავდაპირველად სკეიტპარკის მშენებლობისთვის 283 ათას 043 ლარი გამოიყო, თუმცა მშენებელმა კომპანიამ სრულად ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. სამუშაოების დასრულებაზე ტენდერი ორჯერ გამოცხადდა,  თუმცა მასში მონაწილეობა  არცერთ კომპანიას არ მიუღია.  დავით გორგილაძის თქმით,  შესაძლოა  სკეიტპარკის ადგილომანცვლეობა მოხდეს. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში