კონკურსს ‘’ზღვაურის’’ გრან - პრისა და სპეციალური პრიზის მფლობელი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასპერის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ირემაძე გახდა. ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის პოეზიის კონკურსი ,,ზღვაური“, რომელსაც 2017 წლიდან მცირე პროზისა და მინიატურის კონკურსი დაემატა, წელს მეორედ ჩატარდა.
მასში 140- ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. 20 ფინალისტი სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდა. კონკურსი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. პროექტის ავტორი, პოეტი ბელა ქებურიაა.