ხარების დღესასწაულის საღმრთო ლიტურგიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მდებარე ხარების ეკლესიაში, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს.
ქრისტიანულ სამყაროში ღვთისმშობლის ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. მორწმუნეთათვის მარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.