დღეს ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი გაიმართება

07 აპრილი 2019, 00:00 1914 ნახვა

დღეს ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი გაიმართება. ამ წუთებში კი სამზადისია. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის თევზისა და ზღვის პროდუქტები, ფესტივალში მონაწილეობას ბათუმში მოქმედი, თევზის რესტორნები, ღვინისა და ლუდის კომპანიები და საზოგადოებრივი კოლეჯები  მიიღებენ.

სტუმრებს მუსიკის ფონზე მათთვის საინტერესო კერძების დაგემოვნების, ასევე თევზის კვებითი ღირებულებებისა და კულინარიული რეცეპტების შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალება ექნებათ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი