''მწვანე ქალაქი'' ქობულეთში

06 აპრილი 2019, 00:00 3673 ნახვა

აჭარაში უპრეცედენტო ღირებულების მქონე საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაანონსდა. ქობულეთში, 180 ჰა ფართობზე, როგორც ხელისუფლების და ბიზნესის წარმომადგენლები ირწმუნებიან, მულტიფუნქციური „მწვანე ქალაქი“ აშენდება, რისთვისაც  ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიცია  განხორციელდება.  პროექტი, როგორც მისი ავტორები გვეუბნებიან,  6 წელზეა გათვლილი და ის საკმაოდ მასშტაბური იქნება.

სამუშაოების დაანონსების შემდეგ, მისი რეალურობის საკითხი დადგა დღის წესრიგში, ისევე როგორც, პროექტის გავლენა გარემოზე, მათ შორის აღნიშნული ტერიტორიის სიახლოვეს მდებარე, ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე, რაზეც გარემოს დამცველებს, საკუთარი რეკომენდაციები აქვთ. პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე, “მწვანე ქალაქი” განაშენიანების რეგულირების გეგმას და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადებას მოითხოვს. დოკუმენტები ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ როგორც კომპანიაში ირწმუნებიან, ორივე მათგანზე მუშაობა, უკვე დაწყებულია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი