პარლამენტის ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების წესი იცვლება. შესაბამისი ცვლილებები კანონში შედის, რომლის ინიცირება 8 აპრილს ბიუროს სხდომაზე მოხდება.
ცვლილებებით, ნდობის ჯგუფში ერთი წევრი უმცირესობის წარმომადგენელი იქნება, ხოლო ერთი – უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე დეპუტატი.