სანაპირო დაცვის და ნატოს ხომალდების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა. სწავლებაში აშშ-ის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადმოცემული 2 ხომალდი - „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“, ასევე, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის 4 ხომალდი მონაწილეობდა.
წვრთნები ნატოს ტაქტიკური სახელმძღვანელოს გამოყენებით ერთობლივ საზღვაო მანევრებსა და აბორდაჟის პროცედურებს მოიცავდა.