შეცვლილი ჩვენებების, ეჭვქვეშ დაყენებული აუდიო-ჩანაწერისა და მტკიცებულებად გამოყენებული ფოტოების ფონზე - ზუსტად ორ დღეში - ანუ ორშაბათს ბათუმის საქალაქო სასამართლო ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულების ერთ ნაწილზე განაჩენს გამოაცხადებს - ამ შემთხვევაში საუბარია 4 ბრალდებულზე. დღეს დასკვნითი სიტყვა მხოლოდ იმედა აბაშიძემ თქვა, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და მისი ოჯახი დიდი ხანია ითხოვს გათავისუფლებას. ახლობლებმა საქალაქო სასამართლოსთან მშვიდობიანი აქცია დღესაც გამართეს.
აბაშიძესთან ერთად მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განაჩენს ჯამბულ ნაკაშიძეს, ბეჟან დეკანაძეს და მარად წითელაძეს გამოუტანს - ამ უკანასკნელის შემთხვევაში ცნობისთვის მოწმემ, 2 თვის წინ ჩვენება შეცვალა. სულ დაკავებულია 11 პირი - მათ შორის ბრალდებულია მინდია ლავასოღლი.
ცნობისთვის, საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები დაზარალებულებს ემუქრებოდნენ, სცემდნენ და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ ქურდული „ობშიაკის“ შესავსებად.