გაერთიანბული ოპოზიცია სუს-ის მაღალჩონოსანს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს

05 აპრილი 2019, 00:00 1939 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიცია აჭარაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს.  მედეა ვასაძე აცხადებს, რომ შპს „შენი სახლის“ შეჩერებული სამშენებლო პროექტის უკან საკუთარი ბიზნეს ინტერესები აქვს კომპანიის ყოფილ დირექტორსა და  სუსის მაღალჩინოსანს.

ცნობისთვის,  მედეა ვასაძე ასევე იმ დაზარალებულთა ადვოკატია, რომლებსაც „შენ სახლში“ საცხოვრებელი ფართები დაახლოებით ორი წლის წინ  უნდა მიეღო.

სამშენებლო კომპანიის პარტნიორებს შორის კი  დავა სასამართლოში მიმდინარეობს. ბრალდებასთან დაკავშირებით სუსში კომენტარი ამ ეტაპზე არ გაკეთებულა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი