აქციონერებმა, 2008 წელს რისკის ქვეშ დააყენეს ''თიბისი ბანკის'' დეპოზიტარები - კობა გვენეტაძე 

05 აპრილი 2019, 00:00 1795 ნახვა

„თიბისი ბანკს“ არსებული რისკების შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აფრთხილებდნენ. განცხადება კობა გვენეტაძემ პარლამენტში გააკეთა.  

ეროვნული ბანკის  პრეზიდენტი  ამბობს, რომ  აქციონერებმა 2008 წელს რისკის ქვეშ დააყენეს „თიბისი ბანკის“ დეპოზიტარები, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაც და საფინანსო სექტორიც მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე იყვნენ.


განახლება: 18:00 საათის საინფორმაციო გამოშვება ⤵

კობა გვენეტაძემ პარლამენტში საბანკო რეგულაციებსა და „თიბისი ბანკის“ საქმეზე ისაუბრა. დაწვრილებით მოყვა ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ ურთიერთობებზე. აქცენტები პრობლემურ მიმართულებებზეც გააკეთა.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დეპუტატებმა შეკითხვები დაუსვეს, ოპოზიციას მწვავე კითხვები ჰქონდა „თი-ბი-სი“-ს საქმესთან დაკავშირებით. მმართველი გუნდის წევრები კი საბანკო რეგულაციებით დაინტერესდნენ

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი