ბათუმის ბულვარის ახალი ლოგო

04 აპრილი 2019, 00:00 3305 ნახვა

ბათუმის ბულვარს ახალი ლოგო აქვს.  ზღვისპირა პარკის  სიმბოლო     კონკურსში გამარჯვებულმა  კომპანიამ   შექმნა.  ლოგოს ავტორმა  ინსპირაცია ბათუმის ბულვარის მთავარი სავიზიტო ბარათიდან, კოლონადიდან  აიღო.

ბულვარის დირექტორის განცხადებით,  სიმბოლოში ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა აქვს აღბეჭდოს ის ასოციაცია, რომელიც ზღვისპირა   პარკს  უკავშირდება.  კონკურსში  2 კომპანია მონაწილეობდა. ლოგოს შექმნა 20 000 ლარამდე დაჯდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი