ბავშვთა ზრდისა და განვითარების მონიტორინგის ახალი მექანიზმი პირველად აჭარაში ინერგება. საპილოტე პროგრამის ფარგლებში პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლები 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს აღწერენ, მონაცემებს კი ელექტრონულად შეინახავენ.
საჭირო პლანშეტები მათ უკვე გადაეცათ. პროგრამა კვებისა და ბავშვის საცხოვრებელი პირობების მონიტორინგსაც ითვალისწინებს. ახალი მექანიზმი გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ინერგება , ფონდის წარმომადგენლებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა , თორნიკე რიჟვაძემ მათ ოცნების ქალაქში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობა გააცნო. შეხვედრაზე მათი სოციალური ინკლუზიისა და უთანასწორობის მაქსიმალური დაძლევის შესაძლებლობები განიხილეს.