ქალაქის გარეუბნებში არსებული ხიდების რეაბილიტაციის აუცილებლობაზე საუბრობენ მოქალაქეები.
მოქალაქეები დამაკავშირებელი სამანქანე ხიდებით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში არ არსებობს ალტერნატიული გზაც. საუბარია ხახულის ქუჩის მონაკვეთზე, ასევე ბეთლემის ქუჩაზე.
ხიდი სარეაბილიტაციოა ბარცხანაშიც - ამ შემთხვევაში ტენდერი ორჯერ ჩავარდა - რას აპირებს მერია?