მსჯელობა სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებულ საკითხებზე

29 მარტი 2019, 00:00 965 ნახვა

სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ ამ წუთებში   ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის  სხდომაზე.   დეპუტატები შესაბამისი უწყებებისგან “სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ  ანგარიშს ისმენენ.  

ცნობილია, რომ  საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი. ამის პარალელურად კი სოცმუშაკების გაფიცვები არ წყდება. გუშინ პირველად მათ ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა.

რამდენიმე საათიანი მოპალაპარაკებების შემდეგ, სოცმუშაკებმა გადაწყვიტეს, რომ აქციები გაგრძელდება, რადგან მათი თქმით, შეთანხმებას გარკვეულ მოთხოვნებთან დაკავშირებით უწყებასთან ვერ მიაღწიეს, სამინისტროს მიერ შეთავაზებული რამდენიმე საკითხი კი მათთვის ბუნდოვანია.

სოცმუშაკები ჯანდაცვის სამინისტროსგან ელოდებიან დოკუმენტს რომელშიც მათ მიერ მოთხოვნილი ვალდებულებების შესრულების შესახებ უწყების პოზიცია და კონკრეტული ვადები იქნება გაწერილი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი