ძველ ბათუმში მანსარდს ცეცხლი გაუჩნდა

28 მარტი 2019, 00:00 2490 ნახვა

ბათუმში, მაზნიაშვილი ქუჩაზე სამსართულიანი სახლის მანსარდში ხანძარი იყო. ცეცხლი სახურავს გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა. 

ხანძარი ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში