პროტესტის მესამე დღე და უარი მოვალეობის შესრულებაზე - სოციალური მუშაკების გაფიცვა  

27 მარტი 2019, 00:00 1140 ნახვა

პროტესტის მესამე დღე და უარი მოვალეობის შესრულებაზე - სოცმუშაკები სხვადასხვა ქალაქში ისევ გაფიცულები არიან. მათი მოთხოვნები უცვლელია.  სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, ითხოვენ ტექნიკურ რესურსს იმ ადამიანთა დასახმარებლად, ვისაც მათი თანადგომა სჭირდება.

ჯანდაცვის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ  სოციალური მუშაკების ხელფასი 2020 წლიდან 1200 ლარი გახდება. სამინისტროს გეგმის მიხედვით, სოციალურ მუშაკებს ე.წ. რუტინული საქმეებიც ჩამოშორდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ გაფიცულებმა ხელფასი ვერ მიიღონ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში