თეატრის საერთაშორისო დღე სპექტაკლით აღნიშნეს ბათუმის თოჯინების თეატრში. ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპექტაკლი შეირჩა და დღეს სხვადახვა სკოლის მოსწავლეებისთვის სცენაზე მერი პოპინსი კიდევ ერთხელ დაიდგა.
ეს არის პამელა ტრავერსის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი, ბროდვეის სტილის დეკორაციებითა და მფრინავი მერი პოპინსის მონაწილეობით. ჯადოქარი ძიძა, რომელიც ბენქსების ოჯახში აღმოსავლეთის ქარს მოჰყვა ცდილობს დაიმორჩილოს ურჩი ბავშვები, რომლებიც ახალ ოინებს იგონებენ.