ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიცია და გოლფის მოედანი ქობულეთში - პრემიერის პრეზენტაცია

27 მარტი 2019, 00:00 10698 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, ქობულეთში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი გაშენდება და ამისთვის ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. 

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია გოლფის, საფეხბურთო და საჩოგბურთო კორტების მშენებლობა, სხვადასხვა ზომის საცურაო აუზების მოწყობა. ასევე აიგება 250 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო.

პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, ამავე კომპლექსში იქნება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა-ცენტრი,  რესტორნები, საკონფერენციო დარბაზი, აპარტამენტები და ვილები. 

პროექტის მიხედვით, ქობულეთში  180 ჰექტარზე მულტიფუნქციური მწვანე ქალაქი, სამ წელიწადში აშენდება. 

ამავე კატეგორიაში